სამხრეთ კორეის აღმოსავლეთ რეგიონში მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან. ვითარებას ართულებს ძლიერი ქარი, რომელიც ხელს უწყობს ცეცხლის სწრაფ გავრცელებას.
ხანძრის ჩაქრობას 570 მეხანძრე-მაშველი ცდილობს, პროცესშ ჩართულია ექვსი ვერტმფრენი და 41 სახანძრო მანქანა.
ხანძრის მიმდებარე დასახლებული პუნქტებიდან ადგილობრივი მოსახლეობა უსაფრთხო ადგილებში გადაჰყავთ. კორეის მეტეოროლოგიური სამსახური რეგიონში ძლიერ ქარს პროგნოზირებს.