დაძაბულობა ჩინეთსა და ტაივანს შორის

10 აპრილი 2023, 20:28 669 ნახვა

ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის აღმოსავლეთ სარდლობამ სოციალურ მედიაში  ტაივანზე  იმიტირებული თავდასხმის მოკლე  ანიმაცია გამოაქვეყნა. მასზე ასახულია საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო თავდასხმები კუნძულის ტერიტორიის მიმართულებით. ტაივანის თავდაცვის სამინისტროს  განცხადებით,  ორშაბათს  ტაივანის გარშემო 59 სამხედრო თვითმფრინავი და 11 ხომალდი დააფიქსირეს. პეკინმა, რომელიც  დემოკრატიულ ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, სამდღიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო 8 აპრილს ერთი დღის შემდეგ, რაც ტაივანის პრეზიდენტი  დაბრუნდა აშშ-დან. ვრცლად ვნახოთ რეპორტაჟი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში