სრულიად საქართველოს ვავედრებ იესო ტკბილს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.
პატრიარქის განცხადებაში საუბარია 9 აპრილსა და ბზობის დღესასწაულზე.
წელს ამ თარიღს ემთხვევა უდიდესი ქრისტიანული ზეიმიც - იერუსალიმში დიდებით შესვლა მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.ყველა მორწმუნე ქრისტიანისთვის განსაკუთრებული სიხარულისა და სიკეთის დღეა, უფლის დიდების, ლოცვისა და დალოცვის დღე - აცხადებს პატრიარქი.