„21-ე საუკუნის თანამედროვე სკოლა და მასწავლებელი„ - საკითხთან დაკავშირებით ბათუმში კონფერენცია გაიმართა. რომლის მიზანი პედაგოგების პროფესიული და პედაგოგიურ-პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება და სწავლების ხარისხის ამაღლება.
კონფერენცია ბათუმის მე -16 საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნულმა აკადემიამ გამართა. მე-16 საჯარო სკოლის წარმომადგენელმა სკოლის სტრატეგიული გეგმის განხორციელების გზებზე ისაუბრეს.
შეხვედრას 300-მდე პედაგოგი ესწრება. კონფერენციის მონაწილეები სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.