დღეს აღდგომას აღნიშნავს სომხური ეკლესია. საზეიმო წირვა აჭარაში სომხური ეკლესიის ხელმძღვანელმა არარატ გუმბალიანმა აღავლინა.
წირვას აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, განათლების მინისტრი და ბათუმის მერი დაესწრნენ.
სომხური ეკლესიის წინამძღვარმა მრევლს და ყველა ქრისტიანს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და მშვიდობისა და ღვთის სიყვარულით ცხოვრებისკენ მოუწოდა.