მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალი

07 აპრილი 2023, 20:22 709 ნახვა

გაზაფხულის მოსვლასთან ერთად შიდა  ტურისტებთან ერთად უცხოელი ტურისტების რაოდენობაც მატულობს - სხალთის შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის მუზეუმი ერთ-ერთია, რომელიც სხალთა-ხიხანის ხეობაში, ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილებს შორისაა. სახლ-მუზეუმში განთავსებულია 535  კოლექცია. მათ შორის, ფერწერის ნიმუშები, სკულპტურა  გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ნუმიზმატიკა, ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები, სხვადასხვა სახის ფოტო-მასალა, დოკუმენტები, სამეცნიერო და დამხმარე ლიტერატურა. სახლ-მუზეუმში აგრეთვე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ხიმშიაშვილების საგვარეულო, საოჯახო და ყოფით ნივთებს. რეპორტაჟში თქვენ ასევე გაიცნობთ კიდევ ერთი მუზეუმის ისტორიას, რომელიც უკვე 22 წელია სოფელ თხილვანში არსებობს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში