უკრაინაში ყველაზე ცხელ წერტილად ბახმუტის მიმართულება რჩება. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მონაცემების ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალები ქალაქ ბახმუტში გარკვეულ წარმატებას აღწევენ და სავარაუდოდ, ქალაქის ცენტრისკენ მიდიან.
დაზვერვის ცნობით, ოკუპანტებმა დაიკავეს მდინარე ბახმუტკას დასავლეთ ნაპირი. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ბახმუტში ვითარებას თავად აკონტროლებენ.
აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ ადგილებში რუსებს ტაქტიკური წარმატება აქვთ, რაც ძვირად უჯდებათ.