უკრაინაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპული არსენ ქეცბაიაა, იგი წარმოშობით ზუგდიდიდან იყო.
ქეცბაია უკრაინაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ბატალიონში მსახურობდა.
რუსეთ-უკრაინის ომს დღემდე 41 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.