დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ბათუმის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ბათუმელებმა ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში ყვარელი 3:1 დაამარცხეს. მეორე შეხვედრაში კი მეტოქეს 3:0 მოუგეს და ფინალში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ცაგერს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან. ნახევარფინალურ შეხვედრებს ოზურგეთმა უმასპინძლა. მატჩები ოლიმპიური ჩემპიონის ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართა. აქვე გეტყვით, რომ 9 აპრილს ქალ ფრენბურთელთა გუნდი ცაგერში მიემგზავრება, სადაც ნახევარფინალებს ითამაშებს.