გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, ალბანეთისა და მალტის ელჩებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს, როცა უშიშროების საბჭოს წევრებს ვიდეოკავშირით მიმართავდა რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენი, რომლის დაპატიმრების ორდერი ომის დანაშაულის ბრალდებით ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა.
დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა დაბლოკეს არაფორმალური სხდომა, რომელზეც უკრაინის კონფლიქტის ზონებიდან ბავშვების ევაკუაციასთან დაკავშირებით განმარტებები უნდა გაეკეთებინა მარია ლვოვა-ბელოვას, რომელსაც ჰააგა სწორედ ბავშვების იძულებით დეპორტაციაში ადანაშაულებენ.
გაეროში აშშ-ის ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები შეუერთდა ბრიტანეთს ვებ-ტრანსლაციის დაბლოკვაში, ასე რომ ლვოვა-ბელოვას არ ჰქონია „საერთაშორისო პოდიუმი დეზინფორმაციის გასავრცელებლად და მისი საშინელი ქმედებების დასაცავად, რაც ხდება უკრაინაში - ამბობს დიპლომატი.