მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტმა ბელარუსი კოლეგა მიიღო. ლუკაშენკო რუსეთს ორდღიანი ვიზიტით ეწვია. ლიდერებმა კრემლში შეხვედრისას საჯაროდ თავი აარიდა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით განცხადებას.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ორი ლიდერი იმსჯელებს ლუკაშენკოს ინიციატივაზე უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ.