გასული დღე-ღამის განმავლობაში,უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში, უკრაინის წინააღმდეგ 3 სარაკეტო და 29 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი ცეცხლი 51-ჯერ გახსნეს.
„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე“, - აცხადებენ გენშტაბში.
პარალელურად მოწინააღმდეგის საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ მტრის პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებზე 17 დარტყმა განახორციელა.