აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხულოს რაიონული განყოფილების თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ. უწყების თანამშრომლებს ჯილდო მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის შედეგად წარმოშობილი გამოწვევებისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმის თავდაუზოგავი შრომისა და მამაცობისთვის გადაეცათ.გზების დეპარტამენტის ხულოს განყოფილებაში სულ 98 ადგილობრივია დასაქმებული.