ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქედაში

04 აპრილი 2023, 19:56 838 ნახვა

ქედის მერმა მოადგილესთან ერთად სოფელ ძენწმანში მიდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.360 ათას ლარის ღირებულების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს. პროექტის მიხედვით 500 მეტრამდე გზაზე ბეტონის საფარი და სანიაღვრე არხები უნდა მოეწყოს.  რეაბილიტირებული გზა ოთხ ქარხანას დააკავშირებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხელშეკრულების მიხედვით ერთ თვეში უნდა დასრულდეს.  სამრეწველო გზის რეაბილიტაციამდე,აღნიშნულ მონაკვეთზე,  საქართველო საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მდინარის წყალმოვარდნებისაგან თავდაცვის მიზნით, ნაპირსამაგრი სამუშაოები განახორციელა. 250 მეტრი სიგრძის რკინა ბეტონის მოწყობამდე გზა წყალდილობის დროს იტბორებოდა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი