ავსტრალიამ უსაფრთხოების პრობლემების გამო ტიკ-ტოკის გამოყენება აკრძალა ფედერალური მთავრობის საკუთრებაში არსებულ ყველა მოწყობილობაში. იგი აშშ-ის მოკავშირე ბოლო ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთის საკუთრებაში არსებული ამ ვიდეო აპლიკაციის წინააღმდეგ ზომები მიიღო.
დასავლეთი შიშობს, რომ ჩინეთს შეუძლია გამოიყენოს ტიკ-ტოკის მფლობელი პეკინში დაფუძნებული კომპანია „ბაითდენსი“ მომხმარებლების მონაცემების მოსაპოვებლად მისი პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც ძირს უთხრის დასავლეთის უსაფრთხოების ინტერესებს. ეგრეთ წოდებული „ფაივ აის“ სადაზვერვო ალიანსის ყველა წევრმა - რომელშიც გაერთიანებულია ავსტრალია, კანადა, შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და ახალი ზელანდია - სამთავრობო მოწყობილობებიდან აპლიკაცია წაშალა.
მსგავსი აკრძალვები საფრანგეთმა, ბელგიამ და ევროკომისიამ დაანონსეს.