კვიპროსის ჩემპიონატის 29-ე ტურში "აპოელის" თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა.
"აპოელი" ლარნაკაში აეკ-ს ფრედ 2:2 დაუზავდა, ქვილითაიამ კი 78-ე წუთამდე ითამაშა და ორი გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 23 მატჩში 6 გოლია.
"აპოელში" 90-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ლაშა დვალი, ხოლო ბუბა დაუშვილი სათადარიგო იყო. "აპოელი" 62 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "არისს" 2 ქულით უსწრებს და 10 აპრილს "აპოლონს" უმასპინძლებს.