პუტინის ომის დანაშაულში ბრალდებისა და რუსეთის საერთაშორისო კრიტიკის ფონზე გაეროში რუსეთის ელჩმა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის რანგში თავისი პირველი სხდომა გამართა.
ელჩმა ვასილი ნებენზიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სანამ გაეროში არსებული მსოფლიო წესრიგი მოქმედებს „პროცედურების წესებში ცვლილება არ იქნება“. მან ასევე უარყო ბრალდებები, რომ რუსეთი ბირთვულ ომით იმუქრება.
ბოლოს რუსეთი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე 2022 წლის თებერვალში იყო, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.