აშშ-ის სამხრეთ და ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილებში ძლიერი ტორნადოების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. სტიქიის შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. ათასობით სახლი განადგურებული ან დაზიანებულია.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არკანზასის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ფედერალური ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფის ბრძანება გასცა.
არკანზასის შტატის ქალაქ ლითლ-როკში სტიქიის შედეგად 50 ადამიანი დაშავდა და 2 ათას 600 სახლი დაზიანდა.
აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 31 მარტის შემდეგ ქვეყანაში 80-მდე ტორნადო დაფიქსირდა.