შუახევში ახალგაზრდული მოხალისეთა კლუბი ჩამოყალიბდა. ახალგაზრდები თვითმმართველობაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში ჩაერთვებიან, ასევე თავად დაგეგმავენ და განახორციელებენ აქტივობებს.
კლუბის წევრები სამოტივაციო წერილის საფუძველზე შეარჩია მერიის ახალგაზრდულმა განყოფილებამ.
მოხალისეებს პირველ შეხვედრაზე ინფორმაცია მიეწოდათ მოხალისეობრივ საქმიანობის შესახებ.