იმიტირებული პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში - სხდომაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სტაჟირების პროგრამაში ჩართული მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც სტაჟირება usaid-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიარეს.
სტაჟირების მიზანი ახალგაზრდებში პროფესიების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობაა, რაც მომავალში ახალგაზრდებს პროფესიის სწორად შერჩევაში და სხვადასხვა კომპეტენციის განვითარებაში დაეხმარებათ.