ქობულეთში, ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. დაშავებულია 6 წლის ბავშვი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ბათუმის იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ჩაქვში ძლიერმა ქარმა სახლი დაანგრია, ნანგრევებში მოყოლილი ხანდაზმული ქალი სხეულის დაჟეჟილობებით ქობულეთის "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანეს.
ქობულეთის "ევექსის" კლინიკაში ამბობენ, რომ ყველა დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია, ნაწილი გაეწერა, ნაწილი კი კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.