ნეშვილის სკოლაში სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა

28 მარტი 2023, 10:09 528 ნახვა

ტენესის შტატში კერძო ქრისტიანულ სკოლაში შეჭრილმა  მძიმედ შეიარაღებულმა 28 წლის კაცმა სასიკვდილოდ დაჭრა სამი ბავშვი და სამი ზრდასრული თანამშრომელი. ხელისუფლების განცხადებით,  თავდამსხმელი, რომელიც  ამავე სკოლის კურსდამთავრებულია,  პოლიციამ გაანეიტრალა.

პოლიციამ გამოაქვეყნა სკოლის სათვალთვალო კამერით დაფიქსირებული ვიდეოკადრები, რომლებზეც  ჩანს   შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელიც პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია როგორც ოდრი ელიზაბეტ ჰეილი. დანაშაულის  მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ამერიკის პრეზიდენტმა კონგრესს იარაღის შეზღუდვის შესახებ კანონპროექტის დამტკიცებისკენ მოუწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი