რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს

26 მარტი 2023, 11:45 493 ნახვა

რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს -ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, რუსულ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება და შეიარაღების განთავსება სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ახალ ხელშეკრულებას არ დაარღვევს.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთი ვერ შეძლებს უკრაინისთვის ისეთი რაოდენობის შეიარაღების გადაცემას, რაც საკმარისი იქნება რუსეთის ფრონტის ხაზზე დასამარცხებლად. მისივე ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი შეიარაღების წარმოებას ზრდის.

რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ  გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“  ამერიკული სპეცსამსახურების მიერ აფეთქდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში