26 ადამიანი ემსხვერპლა ტორნადოს აშშ-ში. სტიქია მისისიპის შტატში იყო. შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა, ოთხი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. მისისიპის შტატში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
ამერიკული მედიის ცნობით, სტიქიამ განადგურება 100 მილის მანძილზე გამოიწვია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ რამდენიმე ტორნადოს საფრთხეზე ავრცელებს ინფორმაციას.