პუტინის შეჭრა უკრაინაში იყო შოკისმომგვრელი, თუმცა არ ყოფილა მოულოდნელი. ნატო უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას აგრძელებს“ - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა წლიური ანგარიშის მოხსენების დროს ისაუბრა.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის სასარგებლოდ საბრძოლო მასალის დახარჯვის ამჟამინდელი მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე წარმოების მიმდინარე მაჩვენებელი. როგორც მან აღნიშნა, სასურველია ნატოს წევრი ქვეყნები მზად იყონ მეტი დახარჯონ რუსეთის შეჭრის შესაცვლელად.
ამ კონტექსტში გენერალურმა მდივანმა ალიანსის წევრებს მოუწოდა, „უფრო ამბიციურ, ახალ თავდაცვით ინვესტიციებზე“ შეთანხმდნენ.