დაიწყო საქართველოს თასის გათამაშება ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის. ბათუმის „ბათუმმა“ პირველ შეხვედრაში ზესტაფონის „მარგვეთს“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა.
საქართველოს თასის გათამაშებაში 6 გუნდი მონაწილეობს, რომელიც ორ ზონადაა დაყოფილი.
დასავლეთის ზონაშია „ბათუმი“, „მარგვეთი“ და ოდიში“, აღმოსავლეთ ზონას კი გორის ორი გუნდი და თბილისის „თბილისი“ წარმოადგენს. განმეორებითი მატჩები ერთ კვირაში გაიმართება.
პლეიოფში დასავლეთ ზონაში პირველ ადგილზე გასული გუნდი აღმოსავლეთის მეორეადგილოსანს ეთამაშება და პირიქით.