წყალდიდობის გამო კალიფორნიაში რამდენიმე ქალაქი დაიტბორა. პორტერვილის მცხოვრებლების თქმით, წყალდიდობამ ტერიტორია რამდენიმე წუთში დატბორა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და განადგურებულია საქონელი.
დატბორილია ასევე ქალაქ პაჯაროს ნაწილი, სადაც მოძრაობა ამ დრომდე სრულად შეზღუდულია.
სტიქიით დაზარალებულ ზონებში სამაშველო ოპერაცია და მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.