ამერიკის დრონისა და რუსული ავიაგამანადგურებლის შეჯახება

16 მარტი 2023, 19:10 511 ნახვა

დღეს პენტაგონმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ასახულია შავი ზღვის თავზე მომხდარი ინციდენტი. კადრებზე ჩანს, თუ როგორ უახლოვდება რუსული სამხედრო თვითმფრინავი   ამერიკულ მზვერავ დრონს,  აფრქვევს საწვავს და აზიანებს პროპელერს.  აშშ-ს სამხედროების მიერ დაკორექტირებულ ვიდეოზე, რომელიც დაახლოებით 40 წამია, მოვლენები თანმიმდევრობით არის ასახული.  უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აშშ-სა და რუსეთის შორის ეს პირველი პირდაპირი ინციდენტია. რუსულმა სუ-27 ამერიკულ მზვერავ დრონს პროპელერი დაუზიანა და იგი მწყობრიდან გამოიყვანა-განაცხადეს  პენტაგონში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდარის მიზეზად ამერიკული დრონის  „მკვეთრ მანევრირებას“ ასახელებს და ირწმუნება, რომ რუსულ გამანადგურებელს მასთან კონტაქტი არ ჰქონია. ამერიკელი გენერალი მარკ მილი  ვარაუდობს, რომ  დრონი დაიშალა და მისი პოვნა და აღდგენა შავი ზღვის იმ რაიონში, სადაც ის ჩამოვარდა, წყლის სიღრმის გათვალისწინებით რთული იქნება. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი