დრონის ინციდენტი რუსეთის აგრესიული ქცევის მოდელია - ამერიკელი გენერალი

16 მარტი 2023, 10:13 507 ნახვა

რუსული გამანადგურებლის  მიერ ამერიკული დრონის ჩამოგდება არის რუსეთის სამხედრო ქცევის მაგალითი, რომელიც უფრო აგრესიული ხდება- განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატი  შავ ზღვაში  ვარდნისას  სავარაუდოდ  დაზიანდა და მისი აღდგენა რთული იქნება. სამშაბათს რუსულმა გამანადგურებელმა სუ-27 მოიგერია ამერიკული სამხედრო დრონი, დაუზიანა პროპელერი, რის შედეგადაც იგი  შავ ზღვაში ჩავარდა.

ინციდენტი დაგმო პენტაგონმა და რუსეთის ასეთ მოქმედებას  „უგუნური“ და არაპროფესიონალური უწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი