შეშფოთებული ვართ პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმის მცდელობით, - ამის შესახებ “ევროპის სახალხო პარტია“ „ტვიტერზე“ წერს. „ეს ეწინააღმდეგება ხალხის ევროპულ მისწრაფებებს!“ - აცხადებენ “ევროპის სახალხო პარტიაში“.
ამასთან, “ევროპის სახალხო პარტიის“ წევრის, ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის თქმით, საქართველოს მმართველი პარტია რადიკალური ძალა და სიცრუის მანქანაა.
„მმართველმა პარტიამ დაამტკიცა, რომ არის ერთადერთი "რადიკალური ძალა" და "სიცრუის მანქანა" საქართველოში“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.