ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატებს, ნიუ-იორკს, ვერმონტსა და მასაჩუსეტსს ზამთრის შტორმმა შეუტია. გადაუღებლად თოვს ოლბანსა და ნიუ-იორკში. დიდთოვლობის გამო 267 ათასამდე საცხოვრებელი სახლი და ბიზნეს ობიექტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ჩრდილო-აღმოსავლეთში.
ნიუ-იორკში გუბერნატორმა ქეთი ჰოჩულმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა 37 ოლქში.
დიდთოვლობის გამო ნიუ-იორკის შტატის ზოგიერთ რაიონში სატრანსპორტო მიმოსვლაა შეფერხებული.