„ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის ფინალისთვის პორტუგალიაში ემზადებიან

14 მარტი 2023, 11:09 526 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 19 მარტს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიას შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო რეიტინგში სარეკორდო მე-11 ადგილზე გადაინაცვლებს.

„ბორჯღალოსნები“ უკვე პორტუგალიაში იმყოფებიან, სადაც გადამწყვეტი შეხვედრისთვის მოსამზადებელ დასკვნით ფაზას გაივლიან. წელს პირველად, თასის მოსაპოვებლად ლევან მაისაშვილის შეგირდებს, ფინალის მოგება მოუწევთ და ეს გამარჯვება საქართველოსთვის მე-100 იქნება რაგბი ევროპის ჩემპიონატზე..გარდა ამისა, ბორჯღალოსნები ზედიზედ მეექვსედ აღმართავენ თასს, რაც 2011-2016 წლების რეკორდის გამეორება იქნება.

მატჩი ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი