ლეონიდ თიბილოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივით გამოდის. დე-ფაქტო პრეზიდენტი, ამ მიზნით პლებისციტის ჩატარების მომხრეა. როგორც ადგილობრივი და რუსული მედია იტყობინება, პლებისციტი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დღეს გაიმართება. მარიონეტული რეჟიმის ლიდერის ინიციატივას, გამოხმაურებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ წრეებში.