ბათუმელი მოფარიკავეების წარმატება

13 მარტი 2023, 14:04 539 ნახვა

ზაგრებში გამართულ ტურნირზე „რაპირ ქაფზე“ წარმატებით იასპარეზეს ბათუმის სპორტის სასახლის მოფარიკავეებმა, რომლებმაც 14 წლამდელთა შორის რაპირაში კვიპროსელ მოფარიკავეებთან შერეულ, ერთობლ გუნდში ყველა ეტაპი წარმატებით დაძლია და საბოლოოდ ტურნირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ბათუმელთაგან ერთიანი გუნდის ღირსებას ანანო ჯინჭარაძე და ელენე თურმანიძე იცავდნენ. ანანომ და ელენემ რაპირაში 17-წლამდელთა შორისაც იასპარეზეს და იქაც ოქროს მედლები მოიპოვეს.

ტურნირი ზაგრებში გრძელდება და ვრცელ რეპორტაჟს ბათუმელი მოფარიკავეების ხორვატული ვოიაჟის შესახებ მათი დაბრუნებისთანავე შემოგთავაზებთ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი