კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

13 მარტი 2023, 10:22 479 ნახვა

კალიფორნიაში შტორმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ დამბა გაარღვია. კოკისპირული წვიმების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ  გზები დატბორა და პაჟაროს ლათინო-ამერიკული ფერმერული მეურნეობის 1 700  მკვიდრი დააზარალა.

პოლიცია და მაშველები კარდაკარ დადიან და ადგილობრივების ევაკუაციას ახორციელებენ.

პარასკევს ჯო ბაიდენმა კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა   გამოაცხადა და შტატისა და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ფედერალური დახმარების გამოყოფის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში