კოლუმბიის საღვაო ფლოტმა გემზე დიდი რაოდენობით ნარკოტიკი და ცხედრები იპოვა

13 მარტი 2023, 14:09 502 ნახვა

კოლუმბიის საზღვაო ფლოტმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ოფიცრებმა ნახევრად წყალქვეშა გემის ბორტზე ნარკოტიკების კონფისკაცია მოახდინეს. ოფიციალური განცხადებით, ოპერაციის დროს ამოღებულია 3,6 ტონა კოკაინის ქლოროჰიდრატი.

გემზე ოფიცრებმა ორი გარდაცვლილის  ცხედარი და ასევე ტოქსიკური აირების ჩასუნთქვის გამო  მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორი ადამიანი იპოვეს. 

საზღვაო ძალებმა დაკავებული გემი, ტვირთთან და დაშავებულებთან ერთად ტუმაკოს პორტში გადაიყვანეს. მათი განცხადებით,  ნარკოტიკები ცენტრალურ ამერიკაში გადაჰქონდათ. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში