პუტინის ომის 381-ე დღე

11 მარტი 2023, 10:25 628 ნახვა

უკრაინაში რთული საომარი მდგომარეობაა. გასულ დღეს ოკუპირებულ მარიუპოლში 20-მდე აფეთქება მოხდა, რამაც მობილური კავშირის შეწყვეტა გამოიწვია. ქალაქის მერის მრჩევლის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე მარიუპოლში 22 000 მცხოვრები დაიღუპა და ქალაქის ინფრასტრუქტურის 90% განადგურებულია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქზე 29 შეტევა განახორციელეს, 100-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტები ცდილობენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლას. ძირითადი ძალისხმევა კვლავ ბახმუტის, ლიმანისა და ავდიივკას ტერიტორიებზე  შეტევისკენ არის მიმართული.

მტერი ცდილობს გააუმჯობესოს ტაქტიკური პოზიცია კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებებზე. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო საფრთხის დონე კვლავ მაღალია.

ამასთან, უკრაინის დამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს და კონცენტრაციის უბნებზე 11 დარტყმა განახორციელეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი