ყველაფერში გამოვლინდა მთავარი რამ, ჩვენი გენეტიკური კოდი თავისუფლების მოყვარეობის - მიხეილ სააკაშვილი აქციებზე

10 მარტი 2023, 17:34 563 ნახვა

ყველაფერში გამოვლინდა მთავარი რამ, ჩვენი გენეტიკური კოდი თავისუფლების მოყვარეობის - ბელარუსებზე ბევრად მაგრად იბრძოდნენ ბარიკადებზე და მთელ რიგ ელემენტებში უკრაინელებსაც აჯობეს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ამ თაობამ არ იცის თუ რას ნიშნავს უნივერსიტეტში ქრთამით მოწყობა. მათ უკვე პირველ კლასში ყველას დავურიგეთ კომპიუტერები და თითქმის ყველა სკოლაში შევიყვანეთ ამერიკელი მასწავლებელი და დავავიწყეთ რუსული. სკოლებში მანდატურებმა შეიტანეს უსაფრთხოება. მოკლედ გატარდა თანასწორობის გარემოს შექმნის პოლიტიკა.

ამავე თაობამ ნახა ხელისუფლების არჩევნებით ცვლილება. ამ დღეებში ამ ყველაფრის მონაპოვარი მიიღო საქართველომ.

გარდა ამისა ამ ყველაფერში გამოვლინდა მთავარი რამ, ჩვენი გენეტიკური კოდი თავისუფლების მოყვარეობის.

მინდა ვთქვა რომ ბელარუსებზე ბევრად მაგრად იბრძოდნენ ბარიკადებზე და მთელ რიგ ელემენტებში უკრაინელებსაც აჯობეს. მართლა საამაყოები ხართ!

მიხარია, რომ ნიკუშა და ალისაც იყვნენ ყველა მიტინგზე - ალისამ მიტინგი, როგორც ზეიმი ისე აღიქვა“,- წერს სააკაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი