კიევზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები

09 მარტი 2023, 10:52 594 ნახვა

კიევზე საჰაერო თავდასხმის დროს რუსმა ოკუპანტებმა თითქმის ყველა ტიპის საჰაერო იარაღი გამოიყენეს-წერს უკრაინული მედია. წინასწარი მონაცემებით, ე.წ. კინჟალის ტიპის აერობალისტური რაკეტა ინფრასტრუქტურულ ობიექტს მოხვდა. 

დედაქალაქში განგაში თითქმის 7 საათი გაგრძელდა. კიევში  ელექტროენერგია ნაწილობრივ გაითიშა. სვიატოშინსკის რაიონში რაკეტის ნამსხვრევებით ორი ადამიანი დაშავდა. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს  განაცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 9 მარტს რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სხვადასხვა ოლქზე მიიტანეს მასირებული სარაკეტო შეტევა.

აფეთქებები იყო ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის, ხარკოვის და სხვა ოლქებშიც. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში. წინასწარი მონაცემებით, სარაკეტო დარტყმები ძირითადად  ენერგოობიექტებზე განხორციელდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი