„დინამომ“ ფრედ ითამაშა, „შუქურა“ დამარცხდა

09 მარტი 2023, 13:11 502 ნახვა

ფეხბურთში ეროვნული ლიგის მესამე ტურის შემდეგ 9 ქულით თბილისის "დინამო" ლიდერობს, რომელმაც „გაგრა“ 5:3 დაამარცხა. მეორე ადგილზე 7 ქულით ბათუმის "დინამოა", რომელმაც გორში „დილასთან“ ფრედ 1:1 ითამაშა.

მატჩის დებიუტში მასპინძლები გეილიმ დააწინაურა. 74-ე წუთზე მამუჩაშვილმა  ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

რაც შეეხება ქობულეთის „შუქურას“, ის „საბურთალოსთან“ სტუმრად 1:2 დამარცხდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი