10-12 მარტს თელავი ფრენბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურს უმასპინძლებს.
პირველ ტურში „ბათუმმა“ ცაგერის, ქუთაისისა და სამტრედიის გუნდებთან სამივე შეხვედრა მოიგო და დასავლეთის ზონის ქვეჯგუფში პირველ ადგილზეა.
ჩემპიონატის მეორე ტურისთვის ზღვისპირელები საგანგებოდ ემზადებიან. მათი მიზანი არა მარტო პლეი ოფში გასვლა, არამედ საქართველოს ჩემპიონობაა.