დაკავებულების მდგომარეობა - სამი ოპოზიციური პარტიის განცხადება

08 მარტი 2023, 14:06 508 ნახვა

ზურა გირჩი ჯაფარიძის მდგომარეობასთან დაკავშირებით  პარტია ''დროას'', ''სტრატეგია აღმაშენებლისა'' და თავად ''გირჩის'' ლიდერებმა ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ სპეცრაზმი გირჩის ლიდერს ფიზიკურად მაშინ გაუსწორდა, როდესაც ზურა ჯაფარიძე მათთან გასაუბრებას სცდილობდა.

როგორც ოპოზიციური პარტიები განმარტავენ, ზურა ჯაფარიძეს ჰოსპიტალიზაცია და შესაბამისი კვლევები სჭირდება, თუმცა წინასწარი დაკავების იზოლატორში ამ დრომდე მედიკოსები არ შეუშვიათ. მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ პარტია გირჩის ლიდერს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან დღესვე გაათავისუფლებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში