საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ამ დროისთვის 6 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
პარლამენტთან აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. მოქალაქეებმა დამცავი ჯებირები გაარღვიეს. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.
დაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულები. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თვალი დაუზიანდა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეცრაზმი პერიოდულად მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლს იყენებს.