ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ. "კაბელების საქმეზე"

13 თებერვალი 2025, 20:00 89 ნახვა

,,კაბელების საქმეზე” ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა.
ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს . საქმეზე “ღლონტი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” „საჩივარი შეეხებოდა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ შესაძლო მითვისების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლების ფაქტს.
საიას განცხადებით, სარჩელში მომჩივანები მიუთითებდნენ, რომ დაირღვა მათი სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან მათთვის ბრალად შერაცხული ქმედება არ იყო ინდივიდუალიზებული და გაუგებარი იყო, რაში გამოიხატა თითოეული მომჩივნის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
საიას ცნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა მომჩივანების უფლება იყვნენ დეტალურად ინფორმირებულნი მათი ბრალდების ბუნებისა და საფუძვლების შესახებ, ჰქონდეთ ადეკვატური დრო და შესაბამისი პირობები დაცვის უფლებისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში