პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და პარლამენტის შესასვლელებთან სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგდა.
ტერიტორიაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ტერიტორიაზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც.