პოლიტიკური განცხადებების დიდი ნაწილი დღეს საკანონმდებლო ორგანოში სწორედ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს დაეთმო.
ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს უარი თქვას ამ კანონპროექტის მიღებაზე, რადგან ეს მათი აზრით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს დააზიანებს.