ფხენიანი ვაშინგტონს აფრთხილებს

07 მარტი 2023, 14:00 615 ნახვა

ჩრდილოეთ კორეა დასავლეთს აფრთხილებს და აღნიშნავს, რომ  მისი საცდელი რაკეტის ჩამოგდების ნებისმიერი მცდელობა  ომის გამოცხადების ტოლფასი იქნება. ფხენიანმა  ვაშინგტონი და სეული  ერთობლივი სამხედრო წვრთნების გამო   დაძაბულობის  ესკალაციაში დაადანაშაულა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის  კიმ ჩენ ინის დის კიმ იო იუნგის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფხენიანი ომის გამოცხადებად აღიქვამს, თუკი შეერთებული შტატები სამხედრო გზით შეეწინააღმდეგება ჩრდილოეთის მიერ სტრატეგიული იარაღის გამოცდას და მიანიშნა, რომ ჩრდილოეთს შეუძლია უფრო მეტი რაკეტების გაშვება  წყნარ ოკეანეში.  

 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი