საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ჯგუფში უნგრეთთან, შვეიცარიასთან და ლიეტუვასთან ერთად ასპარეზობს.
სატურნირო ცხრილში უნგრეთსა და შვეიცარიას ოთხ-ოთხი ქულა აქვთ, ხოლო ლიეტუვა და საქართველო მესამე-მეოთხე ადგილს იყოფენ ნული ქულით.
მომდევნო თამაშში საქართველო ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩი ხვალ, 18:00 საათზე სპორტის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
საკვალიფიკაციო ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ნაკრების გარდა, გერმანიაში, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ოთხი საუკეთესო მესამე ადგილოსანიც იასპარეზებს.