რუსეთის თავდაცვის მინისტრი მარიუპოლში ჩავიდა

06 მარტი 2023, 10:40 662 ნახვა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ  მარიუპოლში ჩავიდა. ვიზიტის ამსახველ ვიდეოკადრებსა და ინფორმაციას  რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  

მარიუპოლი უკრაინის აღმოსავლეთ დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქია, რომელიც  მრავალთვიანი ბრძოლების შედეგად რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დაიკავა.  შოიგუმ უკრაინაში დისლოცირებული რუსული ჯარი მოინახულა, სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა და  მეთაურებს შეხვდა. 

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა  დაათვალიერა უკვე ექსპლუატაციაში შესული და მშენებარე ობიექტები,  სამედიცინო ცენტრი და საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ცენტრი.

ბრძოლების დროს მარიუპოლი თითქმის მთლიანად   განადგურდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი დაიღუპა. შოიგუმ  ეგრეთწოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელებთან თათბირიც გამართა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი