ამერიკის მერილენდის შტატში ძლიერი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი ქალაქ ფრედერიკში მოხდა. ბენზინმზიდი ხეს შეეჯახა, რასაც ძლიერი აფეთქება და ხანძარი მოჰყვა.
სატვირთო მანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. ცეცხლი ახლომდებარე 6 საცხოვრებელ სახლზე გავრცელდა. ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველები ხანძარს 40 წუთი აქრობდნენ.
ავარიის მიზეზი უცნობია, ასევე არ სახელდება მძღოლის ვინაობაც. შტატის პოლიციის განცხადებით, ერთი სახლი და სამი ავტომობილი ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა.
ინციდენტის სიახლოვეს მდებარე ხუთი სახლი და ორი ავტომობილი ნაწილობრივ დაზიანდა.